ირაკლი კობახიძე – ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის უნდა გადაეცათ და 7 მილიონით გაძარცვეს

ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს. ეს დაადგინა სასამართლომ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი ნათელია და წესით პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა რჩებოდეს, თუმცა ოპოზიცია სპეკულირებას მაინც ახერხებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ერთადერთი, რა შეფასებასაც გავაკეთებ როგორც იურისტი ამ საქმის შინაარსთან დაკავშირებით, ხდება რა – გვარამიამ იცოდა, რომ უნდა გადაეცა საკუთარი ტელეკომპანია ძალიან მალე კანონიერი მფლობელისთვის, იცოდა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. წინასწარ იცოდა იმიტომ, რომ ყაჩაღურად მიითვისეს მათ „რუსთავი 2“. ამ ყაჩაღებმა იცოდნენ, რომ უნდა გადაეცათ ტელეკომპანია კანონიერი მფლობელისთვის და დაიწყეს ტელეკომპანიის ძარცვა და 7 მილიონით გაძარცვეს, ეს დაადგინა სასამართლომ. თუ ვინმეს კითხვები აქვს, კეთილი ინებოს და სათანადო ინსტანციებს მიმართოს, მაგრამ ფაქტი არის სახეზე – 7 მილიონით გაძარცვეს ის ტელეკომპანია, რომელიც კანონიერი მფლობელისთვის უნდა დაებრუნებინათ სტრასბურგის მოსალოდნელი გადაწყვეტილების საფუძველზე. ყველაფერი არის ხელის გულზე და ყველაფერი არის ნათელი. ასეთ დროს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის წესით არ უნდა რჩებოდეს სივრცე, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სცემს პატივს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *