გია ვოლსკი – ნიკა გვარამიას შეწყალება გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე

307 წაკითხვა

შეიძლება სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს – არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ნიკა გვარამიას პატიმრობაზე აშშ-ის საელჩოს და ევროკომისიის საგარეო ქმედებათა კომიტეტის განცხადებებს.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს უტყუარი ფაქტებიც დანაშაულის თაობაზე.

„საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა შეაფასონ ფაქტი, შეიძლება ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია ჰქონდეთ პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მათ შორის, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებს. შესაძლოა, ჰქონდეთ პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ არსებობს სასამართლო და ფაქტები, რომლებიც უტყუარია, აქედან გამომდინარე უნდა იმსჯელოს ნებისმიერმა ჩვენმა მოკეთემ თუ მოყვარემ. ვფიქრობ, არასწორია მსჯელობა, რომ მედია მენეჯერობა ნიშნავს იმას, რომ გაქვს ინდულგენცია ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის ასარიდებლად. არსებობს პოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების უფლების გამოყენებას, ვოლსკი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა დანაშაულის არსებობა უნდა მიიღოს მხედველობაში. მისივე თქმით, შეწყალება არ იქნება აღქმული როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის და ეს გააძლიერებს „დესტრუქციულ ძალებს“.

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7491 ლარი გახდა

ხუთ ნოე 3 , 2022
307 წაკითხვაეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7491 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6760 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0549 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ […]

შესაძლოა მოგეწონოთ