„დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა!“ – 22 აპრილს თბილისში აქცია გაიმართება

2,939 წაკითხვა

დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა – 22 აპრილს პარლამენტის წინ, 12:00-დან – 14:00 საათამდე, საპროტესტო აქცია გაიმართება. სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე ერთი თვეა რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ეს პერიოდი დაგვამახსოვრდება მხოლოდ სრულიად დაუსაბუთებული შეზღუდვებით, განუკითხაობითა და შერჩევით სამართლით.

უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა – ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული!
ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროტესტი არა მხოლოდ მთავრობის ქმედებებს შეეხება. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციასაც მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს საკუთარ ვალდებულებებს და გამოიყენოს მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, რათა გაძლიერდეს კონტროლი მთავრობაზე.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში. ჩვენ სოციალური დისტანციისა და კანონების სრული დაცვით, მივაწვდენთ პოლიტიკოსებს (მმართველ პარტიასა და ოპოზიციას) ჩვენს ხმას.

ამისათვის, საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში, ჩვენ ვირტუალურად შევიკრიბებით პარლამენტის წინ. Check-in-თან ერთად, დავაფიქსირებთ თითოეული ჩვენთაგანის პოზიციას!

როგორც ყოველთვის, რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მოგვისმენენ.
ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და – არა მთავრობის!

#არაუკონტროლომმართველობას“ – წერია განცხადებაში.

Next Post

„გახარია-ივანიშვილის საყურადღებოდ“ - შალვა ნათელაშვილი

სამ აპრ 21 , 2020
2,939 წაკითხვაგახარია-ივანიშვილის საყურადღებოდ-საკმარისია ავტომობილებით გადაადგილებაზე არსებული აკრძალვა დატოვოთ ძალაში,როდესაც ოცნებაღაა საჭესთან ამხედრებული, ხალხი კი ქუჩაში მისავათებული——–და არ აგცდებათ აქცია— მიტინგები. ვერავითარი საგანგებო მდგომარეობა სახლებში გამოკეტილ მშიერ ხალხს ვეღარ გააჩერებს. არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ ან არ დაიწყოთ მტკიცება პროტესტების ბუენოს–აირესიდან დაორგანიზებაზე. შალვა ნათელაშვილი