„ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის “რეფერენდუმი” უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია ჰგონია“ – მიხეილ სააკაშვილი

363 წაკითხვა

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის “რეფერენდუმი” უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია ჰგონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში.

ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად “ცივი ომის” მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა.

რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ”.

Next Post

„როცა გსურს ყველა მოახრჩო, უნდა იცოდე, რომ ამაზე არ დაგთანხმდებიან!“ - დემურ გიორხელიძე

შაბ აპრ 2 , 2022
363 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: ვერაფრით ვუძებნი ახსნას, – რაღაც ინფორმაცია მაკლია! აშშ-ში არაერთი სუპერ-ეკონომისტი და სუპერ-ფინანსისტია, ბრწყინვალე ანალიტიკოსები ჰყავთ. არ მჯერა, რომ ამ დონის პროფესიონალებს რაიმე შეშლოდათ! რაც ხდება, ან პოლიტიკოსების სიბეცისა და ამპარტავნების ყეყეჩური შედეგია, ან მიზანმიმართული, ღრმად გათვლილი პოლიტიკა! ჯერ-ჯერობით, სრულად ვერ ვახდენ იდენტიფიცირებას და აი, რატომ: (ა) ნუთუ, ამერიკელები ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ რუსეთის სავალურო რეზერვების, […]