„ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი“ – ირაკლი ოქრუაშვილი

498 წაკითხვა

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

„ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. „რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო” რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ეხლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიან “ალჯაზირა-სიენებებიანათ”, მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან “თალკომდინხუები” (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა. გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარძეც ერთი-ორ ვალუტნი ბუტკას ჩადგავს იქვე ჰოსპიტლის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.
ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.
ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი.”

Next Post

„სააკაშვილმა და მისი გუნდის ლიდერებმა გაწირეს, ჩვენ არ გავწირეთ“ - მამუკა მდინარაძე

პარ ნოე 19 , 2021
498 წაკითხვაელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის მდგომარეობის მართვა გლდანის ციხეშივე იყო შესაძლებელი. „მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება და ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში იყო ერთ- ერთი დომინანტური ფაქტორი. ალბათ, გახსოვთ, როცა ჩვენ ის მოვინახულეთ, ამის შემდეგ ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი არის ძალიან […]

შესაძლოა მოგეწონოთ