ეს გარეწარი აფერისტი! არც გაბედოთ – ბონდო მძინარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

173 წაკითხვა

ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს მართლმსაჯულებას დააღწიოს თავი და ავადმყოფობასთან დაკავშირებით სიმულიანტობს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“ეს მანიაკი! ეს გარეწარი! ეს აფერისტი! დააკვირდით, წელიწადზე მეტია, საკანში ზის ან საავადმყოფოს პალატაში კოტრიალობს და ერთხელაც კი, თუნდაც ერთხელ არ დასცდენია სინანული თავისი ნაავკაცარის გამო!

ესეც, დედამისიც, მამამისის, ამის ძმებიც, შვილებიც, ცოლებიც… ვინც გვერდით ჰყავს, ყველა ამბობს, რომ არაფერი დაუშავებია!

ყველა, ვინც ამ მანიაკის წარსულში ჩადენილ ბოროტებებს ამართლებდა და დღესაც ამართლებს, მასავით ბოროტი და ზნედაცემულია, ხოლო ვინც სააკაშვილის ამ სიმულაციას იჯერებს, გულუბრყვილო ან უიმედო ბრიყვია!

ეს არის ჩემი პოზიცია და, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ასიათასობით მოქალაქე იზიარებს! ამ ბოროტ თაღლითს საშუალება არ უნდა მიეცეს, თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას! არც გაბედონ!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.

Next Post

გააზიარეთ ადამიანებო და დამეხმარეთ გავრცელებაში, სანდრო დამიბრმავეს, მერე დამიყრუეს ოთხი თვის ასაკში

ხუთ დეკ 8 , 2022
173 წაკითხვა“სანდრო დამიბრმავეს, მერე დამიყრუეს ოთხი თვის ასაკში, ჩემი სანდრო 11 თვისაა და 7 თვეა ვივრძვით რომ ვიცოცხლოთ, სანდროს აქვს ჰიდროცეფალია, მენინგიტი, გაუკეთდა 5 ოპერაცია თავზე, არ მაქვს ფული და დამეღუპება ბავშვი საქართველოში, აქაურ ხარჯებს ვერ აუვალ ეს არის მწარე რეალობა”– წერს ბავშვის დედა მაკა ზარანდია სოციალურ ქსელში და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს, რათა შვილი საფრანგეთში გადაიყვანის, სადაც ყველანაირი მკურნალობა უფასოდ […]

შესაძლოა მოგეწონოთ