სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.
ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ საბრძოლო სამხედრო მომზადებასაც მოიცავს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი ექნება და მიენიჭება რიგითის წოდება.
ამასთანავე, 23 წლამდე ასაკის სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ სამხედრო სამსახური სტუდენტობის დროს გაიარონ, შეძლებენ 4 წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე გაიარონ სამხედრო ბაზებზე მომზადება. შედეგად, მათ 4 წლის თავზე გავლილი ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური.”– ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
პროგრამა 2023 წლის იანვრიდან დაიწყება, თუმცა სრულყოფილად 2025 წლის იანვრისთვის ამოქმედდება.