საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “პალიტრანიუსი”-ს ეთერში გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ, კლინიკა ვივამედში მყოფ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას.
„ვისაც ჰგონია, რომ მისი [სააკაშვილის] მდგომარეობით, ამ ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს, გარდა იმისა, რომ ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ერთად ძალიან ცუდია, უბრალოდ გაუნათლებლები ხართ, გარდა იმისა, რომ უნამუსოები. ეს ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ავადმყოფობის, კახექსიის დროს ერთად მიდის. გავიგე, რომ არც პატრიოტიზმი გაქვთ, არც ღირსება გაქვთ, მშიშარები ხართ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ – ეს მისი ცუდი საქციელი კი არ არის, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაგრძელებაა, მისი ფსიქო-ფიზიკური ავადმყოფობაა ეს.
ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები, იმდენად მონები ხართ, რომ იმათ უკეთებთ ფილმებს, რუსებს, რომლებსაც უკრაინაში გმირი უკრაინელები და გმირი ქართველები დამარცხებას დამარცხებაზე აგემებენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი იმარჯვებს, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო. რადგან საქართველოს ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.