113 წაკითხვა
მამუკა ყურაშვილი არის გარეწარი! – წერს ჟურნალისრტი ბონდო მძინარაშვილი გენერალ მამუკა ყურაშვილზე, რომელმაც ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა, რომ მოგონილია ამბავი, თითქოს 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, მაშინდელმა ხელისუფლებამ ცხინვალში დაღუპული მებრძოლები მიატოვა.
“მოიგონეს, თითქოს ცხინვალის რეგიონში დაღუპულები მიატოვესო! – გესმით?!
მოუგონიათ, თურმე!
პატრიარქის მონდომება და ჩარევა რომ არა, იმ ბიჭების ოჯახებს მიცვალებულის საფლავიც არ ექნებოდათ!
გენერალი შეიძლება წაიქცეს, მაგრამ არ უნდა დაეცეს! ზნედაცემული გენერალი ყველაზე ამაზრზენი სანახავია! სალახანა ეს! მოუგონიათ, თურმე! ხედავთ, საიდან უვლიან?! ახლა პატრიარქის ღვაწლის დაკნინებას ცდილობენ!”– წერს ბონდო მძინარაშვილი.