საქართველოში მომხმარებლების მობილურ მოწყობილობებზე მავნე პროგრამების შეტევები მკვეთრად შესუსტდა

294 წაკითხვა

გასული წელი გამოირჩეოდა  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის მომხმარებლების მობილური მავნე პროგრამების შეტევების  შესუსტებითა, რაც  შეესაბამებოდა მსოფლიო ტენდენციებს.  ამას მოწმობენ „კასპერსკის ლაბორატორიის“  მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2021 წელს, საქართველოში მობილურის მომხმარებელთა 0,84%-ს  დაესხნენ თავს მავნე პროგრამები, ხოლო სომხეთში ასეთი მომხმარებლების წილი 1,58% იყო,  აზერბაიჯანში – 3,76%. 2020 წელს საქართველოში მომხმარებელთა 2,25%-ს შეექმნა მობილური მავნე პროგრამების შეტევების პრობლემა, 2,80%-ს სომხეთში და 5,19%-ს აზერბაიჯანში.

ამასთან ერთად, თუ გასულ წელს მობილური ბანკინგის ტროიანები თავს დაესხნენ მომხმარებელთა 0,02%-ს საქართველოში, 0,03%-ს სომხეთში და 0,04%-ს აზერბაიჯანში, 2020 წელს ეს მაჩვენებლები შესაბამისად 0,05%, 0,09 და 0,06% იყო.

რაც შეეხება მობილურ ტროიან-გამომძალველებს, მათი თავდასხმები ასევე შესუსტდა 2021 წელს წინა წელთან შედარებით: ამ მავნე პროგრამებით თავდასხმების წილი საქართველოში 0,02%-დან 0,01%-მდე შემცირდა, სომხეთში 0,03%-დან 0,02%-მდე და აზერბაიჯანში – 0,04-დან 0,02%-მდე.

„2021 წელს ჩვენ ვაკვირდებოდით მობილურის მომხმარებლებზე თავდასხმების რაოდენობის შემცირების ტენდენციას. თუმცა, ჯერ კიდევ ნაადრევია სიხარული, რადგანაც  თავდასხმები უფრო დახვეწილნი ხდებიან, როგორც მავნე პროგრამის ფუნქციონალური თვალსაზრისით, ასევე გამოყენებული ვექტორების არჩევით. ექსპერტები განაგრძობდნენ მავნე პროგრამების აღმოჩენას  Google Play-ზე განთავსებულ აპლიკაციებში, მიუხედავად იმისა, რომ Google-ი  ბრძოლობს  ვებსაიტზე საფრთხის შეღწევის წინააღმდეგ.  2021 წელს განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ  Joker ტროიანელი, რომელიც უგზავნის მომხმარებელს ფასიან ხელმოწერებს და Facestealer ტროიანელი, რომელიც იპარავს რეგისტრაციის მონაცემებს   Facebook-ის აკაუნტებიდან, ისევე სხვადასხვა  საბანკო ტროიანელების ჩამომტვირთლები“, – აღნიშნავენ კომპანიის ექსპერტები.

მობილური მოწყობილობების დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, ისინი ურჩევენ მომხმარებლებს ჩამოტვირთონ აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან და მოწყობილობის პარამეტრებში გამორთონ პროგრამების დაყენების შესაძლებლობა მესამე მხარის წყაროებიდან.  ასევე უნდა განაახლონ სისტემა და მნიშვნელოვანი აპლიკაციები დროულად. უსაფრთხოების მრავალი პრობლემა მოგვარებულია მათი  აქტუალური ვერსიების დაყენებით. მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მაიქციონ SMS შეტყობინებებს, ელექტრონულ  ფოსტას, მყისიერი მესინჯერებსა და სოციალურ  ქსელებს და არ მიჰყვნენ  გადაუმოწმებელ ბმულებს ასევე ბრაუზერში, რათა არ გადავიდნენ ფიშინგის გვერდზე. მომხმარებლებმა უნდა დააინსტალირონ  ეფექტური ანტივირუსი მათ  მობილურ მოწყობილობაზე.

Next Post

„არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომ რუსები არ შემოვუშვათ საქართველოში“ – ინგა გრიგოლია

პარ მარ 4 , 2022
294 წაკითხვა„მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რომ რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში, გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ, სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ. შეიძლება, იმ ხალხსაც უნდა, გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე? მე რომ მომადგეს ვინმე და აღარ შემიძლია პუტინის რუსეთშიო, გული […]