„საინტერესო ფოფხაძეა, როგორც ყველაფრისმკადრებელი, ზუსტად ისეთი, როგორიცაა სოზარ სუბარი, მტირალა გია ცაგარეიშვილი..“ – ირმა ინაშვილი

937 წაკითხვა

ირმა ინაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანის დაცემას ვუყურებ. წაბორძიკებას – არა, დაცემას. ყველაფერს კადრულობენ. იმაზე მეტს კადრულობენ, ვიდრე ჩემს გონებას წარმოედგინა. 2020-2021 წლები ჩემთვის ადამიანთა ბუნების შეცნობის უაღრესად მძიმე, მაგრამ სასარგებლო წლები იყო. ამ ცოდნას მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით თუ შევიძენდი. ჰოდა, შევიძინე!
აი, გედი ფოფხაძე… ბორჯომში გავიზარდეთ. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. 2016-2020 წლებში, მთელი 4 წლის მანძილზე ჩემს უკან იჯდა პარლამენტში და ერთხელ ხმა არ ამოუღია 2017 წლის ბორჯომის არჩევნებზე. არც პირადად უსაუბრია ჩემთან და არც ტრიბუნა გამოუყენებია, რომ საჯაროდ ეთქვა, თუ რაიმე ჰქონდა სათქმელი. გარწმუნებთ- არაფერი!!! გუშინ კი, ტვ პირველის ეთერიდან გვიყვება, რომ თურმე ბორჯომში პატრიოტების სია სუსს დაუკომპექტებია. თურმე მე მეხმარებოდნენ და “ოცნება” “ოცნების” დეპუტატს ებრძოდა. რა ტყუილს არ დაგაბრალებენ მოწმენდილ ცაზე. გედი ფოფხაძე იმას არ გვიყვება, ბორჯომელებს რა განწყობა ჰქონდათ მის მიმართ. კიდევ ბევრ რამეს არ გვიყვება. “ქართულმა ოცნებამ” არა ერთი გამოკითხვა ჩაატარა ბორჯომში და გედის რეიტინგი ვერც გაიზომა. თვითონ “ქართული ოცნებაც” ვერ წყვეტდა ვარსკვლავებს. აი, ამიტომ გავიდნენ თავის დროზე ბორჯომში მეორე ადგილზე, შემდეგ გვქონდა მეორე ტური და არა იმის გამო, რომ პატრიოტებს ვინმე ეხმარებოდა… მაგრამ აქ ბორჯომის საკრებულოს ისტორია არაა საინტერესო. სწორედ “ქართულმა ოცნებამ” დაშალა, დაანგრია და ძირი გამოუთხარა პატრიოტების ფრაქციას. საინტერესო თვითონ ფოფხაძეა ჩემთვის, როგორც კიდევ ერთი… რიგითი ყველაფრისმკადრებელი. ზუსტად ისეთი, როგორიცაა ჩემს თვალში სოზარ სუბარი, მტირალა გია ცაგარეიშვილი და სხვებიც… ცოტა ხნის წინ ნაცებთან კავშირს რომ მაბრალებდნენ  ერთი- თავისუფლების ინსტიტუტის კადრი, მეორე- ნაცმოძრაობის მადიდებელი. ხალხო, ყველაფერი, რასაც მესიჯად მოგწერენ და დაგავალებენ, თუთიყუშებივით კი არ უნდა გაიმეოროთ?! არავის არ გაგიტარებთ, დღეიდან დაიმახსოვრეთ კარგად.

Next Post

„ვაიმე, მიშველეთ,“ „ვაიმე, ცუდად ვარ““ - ვახტანგ მეგრელიშვილი

ორშ მაი 2 , 2022
937 წაკითხვამიხეილ სააკაშვილმა იმდენჯერ დაიძახა: „ვაიმე, მიშველეთ“, „ვაიმე, ცუდად ვარ“, რომ გარდა მისი ფანკლუბისა, ეს ყველასთვის არასერიოზულია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში, ის შესაძლოა ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, რაც ორ მხარეს შორის ერთგვარი გარიგება იქნება. მეგრელიშვილის განცხადებით, თუკი ყოფილ პრეზიდენტს ყველანაირი […]