როგორ უნდა მიიღოთ ​სოციალური დახმარება (ინსტრუქცია)

2,108 წაკითხვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ​საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების ინსტრუქცია გამოაქვეყნა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევეში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ შემოსავლების სამსახურის (299 299) და ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ცხელ ხაზებზე.

28 აპრილს ფინანსთა სამინისტრომ კომპენსაციის მიღების წესის შესახებ პრეზენტაცია გამართა. უკვე ცნობილია, რომ ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას შემოსავლების სამსახურში საგადასახადო სტატუსით რეგისტრირებული თვითდასაქმებულების 5 კატეგორია მიიღებს.

ასევე ცნობილია, რომ კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც 1500 ლარამდეა, 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი დაუწესდებათ.

აპრილში შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულადი კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისის თვიდან დაიწყება. კომპენსაციის ოდენობაა 1 200 ლარი, რომლის გაცემა მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოხდება და ის ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენს.

კომპენსაციის მიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივნისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა.

ჯანდაცვის სამინისტროში წარმოსადგენი ინფორმაცია:

· სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

· საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);

· საბანკო რეკვიზიტები.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო განაცხადში არსებულ პირად ნომერს ადარებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციას და საკომპენსაციო თანხას რიცხავს პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

 

Next Post

რა მოელის მსოფლიოს კორონავირუსის შემდეგ?

ოთხ აპრ 29 , 2020
2,108 წაკითხვა„ერები თავს ინახავენ რწმენით, რომ მათ ინსტიტუტებს შეუძლიათ მოახლოებული გასაჭირის გამოცნობა, მისი დამარცხება და სტაბილურობის აღდგენა. როდესაც პანდემია „კოვიდ-19“ დამთავრდება, მრავალი ქვეყნის ინსტიტუტს გამოუტანენ განაჩენს: თქვენ ჩაისვარეთ! ეს, განაჩენი რამდენად იქნება სამართლიანი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი აი რაშია: მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც კორონავირუსამდე“. ეს, სიტყვები ცნობილ დიპლომატს, აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანს და მეცნიერს ჰენრი კისინჯერს ეკუთვნის. ის, მისთვის […]