„მხოლოდ ამ გზით შეიძლება, პანღური ამოვკრათ ქოც-ნაცებს და მათ სატელიტებს“ – გულბაათ რცხილაძე

1,324 წაკითხვა

გულბაათ რცხილაძის პოსტი ფეისბუქზე:

„ძალიან სწუხხართ ბევრნი და შფოთავთ, რომ სომხ.-აზ. ომი გაჩაღდა, თუმცა ვფიქრობ, რომ სამხედრო მოქმედებები მალე ისევ მინელდება. საქართველოსთვის ამ მოვლენებში საფრთხეები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ შანსები მეტია. თუკი ლიბერასტიის მოცილება გვინდა თავიდან, მაშინ სწორედ ასეთი დიდი ჯახი უნდა მოხდეს რეგიონში და აირიოს ყველაფერი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება, თვისობრივად ახალი სიტუაცია შეიქმნას – ისეთი, რომ პანღური ამოვკრათ ქოც-ნაცებს და მათ სატელიტებს, ვითომ-ოპოზიციურ პარტიუშკებს, რომლებიც პირადი ცხოვრების კეთილმოწყობისთვის ჭამენ ერთმანეთს.
საქართველოში აუცილებელია “დემოკრატიული დიქტატურის” დამყარება – თუკი ერს აქვს კიდევ გადარჩენის შანსი და პოტენციალი, ასეთი სისტემის შემქმნელი რამდენიმე ადამიანი გამოჩნდება აუცილებლად (მაქსიმუმ 5-6 ასეთი გამბედავი და გამჭრიახი ერისკაცია საჭირო). თუ არ არის ასეთი არავინ, მაშინ ყველაფერი ისედაც განსაზღვრული ყოფილა და როგორც ვვარაუდობდი, ის ჩემი ძველი ვარაუდი დადასტურდება – 30-40 წელიწადში ქართველი ადამიანი თავის ქვეყანაში რარიტეტად იქცევა.
რაც შეეხება პარადოქსულ ტერმინს – “დემოკრატიულ დიქტატურას” , მერე ავხსნი, თუკი საშუალება იქნება“.

Next Post

„ასე გადავცემ ჩერგოლეიშვილს“ - გია ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილს პასუხობს

სამ სექ 29 , 2020
1,324 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც თქვა, რომ  გია ხუხაშვილი ვინმემ ჩამოსვას ტყემლის ხიდანო – „ახალი თაობის ამ კითხვას გია ხუხაშვილი ასე პასუხობს:  „თქვენი გაზეთის მეშვეობით ასე გადავცემ ჩერგოლეიშვილს, რომ მის ნარატივში ყოფნას, ტყემლის ხეზე ყოფნა მირჩევნია ნამდვილად“.