ჯო ბაიდენის გუნდმა გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების ახალი პარტია აღმოაჩინა

340 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტების კიდევ ერთი პარტია აღმოაჩინეს.

NBC News-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია, რა სახის და რა რაოდენობის დოკუმენტაციაა აღმოჩენილი.

პრეზიდენტის თანაშემწეები საიდუმლო მასალებს სხვადასხვა ადგილზე მას შემდეგ ეძებენ, რაც საიდუმლო დოკუმენტების ფაილები ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკურ ცენტრში აღმოაჩინეს.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების 10 ფაილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატებმა პენ ბაიდენის დიპლომატიის და გლობალური ჩართულობის ანალიტიკურ ცენტრში ნოემბერში აღმოაჩინეს, სადაც ბაიდენი 2017-2019 წლებში, ვიცე-პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგომის შემდეგ და საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე მუშაობდა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დოკუმენტების შესწავლა დაიწყო. მოკვლევაში ჩაერთო ფედერალური ბიურო, ასევე გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს სთხოვეს, დოკუმენტებს გასცნობოდა.

Next Post

2022 წლის მეოთხე კვარტალში 700-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა მიზნობრივი გამოსასყიდი შეტევების მსხვერპლი – Kaspersky

ხუთ იან 26 , 2023
340 წაკითხვა „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიოში სულ მცირე 730 ორგანიზაცია დაზარალდა მიზნობრივი გამოსასყიდი პროგრამების შეტევებით. კომპანია იუწყება, რომ მათ ნახევარს უკან უდგას რვა დიდი ჯგუფი, რომელთა საქმიანობა აღწერილია Kaspersky Threat Intelligence-ის გუნდის ანალიტიკურ ანგარიშში „The Hateful Eight: Techniques, Tactics and Procedures (TTP) Ransomware Groups“. ამ დროისთვის ყველაზე აქტიური რჩებიან Clop (TA 505), Hive, Lockbit, RagnarLocker, BlackByte […]