დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი“ უწოდა

409 წაკითხვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ამჟამინდელ ლიდერს ჯო ბაიდენს „სახელმწიფოს მტერი” უწოდა. ტრამპმა აღნიშნული განცხადება პენსილვანიაში გამართულ მრავალათასიან აქციაზე გააკეთა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ბაიდენი დაადანაშაულა, რომ ის აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მის წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

ტრამპმა FBI-ის აგენტების მიერ ფლორიდაში მისი სახლის ჩხრეკას „ამერიკის ისტორიაში, ნებისმიერი ადმინისტრაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” უწოდა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც მისი თქმით მას მოპარეს.

გარდა ამისა, ტრამპი რამდენჯერმე მოწოდებით გამოვიდა ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს ასაღებენ, სიკვდილით დაისაჯონ.

Next Post

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება

სამ სექ 6 , 2022
409 წაკითხვადღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. პირველი პლენარული სხდომა ტრადიციულად პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მოუსმენენ. 6 სექტემბრის სხდომაზე სავარაუდოდ, ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხსაც განიხილავენ და კენჭს უყრიან. მიმდინარე კვირაში პარლამენტი ომბუდსმენის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, ასევე ე.წ.მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს (პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე განიხილა იურიდიულ საკითხთა […]

შესაძლოა მოგეწონოთ