როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, Elk.ge მომხმარებლებს საცალო საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. თუ ეძებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას თქვენი სახლისთვის, სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეარჩიოთ მაცივარი და სარეცხი მანქანა.
როგორ შევარჩიოთ მაცივარი?
მაცივრის არჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი სამზარეულოს ზომა და საკვების რაოდენობა, რომელსაც ყოველდღიურად ინახავთ. თუ ოჯახში 5 ადამიანზე მეტი ცხოვრობთ, დაგჭირდებათ შედარებით დიდი ზომის მაცივარი, რამდენიმე სათავსოთი, ხოლო თუ მარტო ცხოვრობთ, თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება კომპაქტური მაცივრის ქონა, რომელიც გაცილებით ბიუჯეტურია და ნაკლებ ადგილსაც დაიკავებს.
აქვე გიზიარებთ დამატებით მახასიათებლებს, რომლებსაც არჩევნის პროცესში ყურადღება უნდა მივაქციოთ:
- სტილი და კონფიგურაცია – მოსახერხებელი განთავსებისთვის
- სპეციალიზირებული ყინულის დისპენსერი – იზოლირებული გაყინვისთვის
- ენერგო ეფექტურობა – რათა დაზოგოთ ელექტროენერგია
- უჯრების რაოდენობა და განლაგება
- ტემპერატურის კონტროლის მექანიზმი
- ტევადობა – დიდი რაოდენობით პროდუქტების შესანახად
როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა?
რაც შეეხება სარეცხის მანქანას, მისი შეძენისას ისევე აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ მახასიათებლებს, როგორც მაცივრის ან ნებისმიერი სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო მოწყობილობის შეძენისას. ეს მახასიათებლებია:
- “ჭკვიანი“ ფუნქციები
- კაბინის მოცულობა
- სარეცხი პროგრამები
- სარეცხი მანქანის ზომა
- სწრაფი რეცხვის რეჟიმი
- რა ნივთიერებებითაა დამზადებული კაბინა
- ელექტრო ეფექტურობა და სხვ.
Elk.ge-ის ონლაინ პლატფორმაზე შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მაცივარი, სარეცხის მანქანა ან ნებისმიერი სხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვადასხვა ზომის, ფასისა და მახასიათებლების მიხედვით.
elk.ge-ზე დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი:
- თავის მოვლის პროდუქტები
- მაცივრები
- კლიმატური ტექნიკა
- მობილურები და გაჯეტები
- სარეცხის მანქანები
- ციფრული ტექნიკა და აქსესუარები და სხვ.
აღნიშნული ტექნიკა მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერაა მოწოდებული, მათ შორის:
- A4tech
- Canon
- Dell
- Acer
- Electrolux
- Huawei
- Indesit
- Kärcher
- Orion
- BOSCH
- Beko
- Ariston და სხვ.
დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: elk.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: 0322 518 815