თემურ მღებრიშვილი – მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა – ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე

292 წაკითხვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც თეორიული გამოთვლებით, შეიძლება, რომ ცხედარი აღმოაჩინონ.

როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სტიქიის ზონაში მობილიზებული როგორც დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. მისივე ინფორმაციით, უკვე შეხვდნენ მეწყრის დროს კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც სამუშაო პროცესს გაეცნენ.

„გუშინ გვქონდა ოჯახის წევრებთან შეხვედრა. დავგეგმეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შეგვეყვანა სტიქიის ზონაში და საკუთარი თვალით ენახათ, რა რთული და მძიმე მდგომარეობაა შიგნით. გაეცნენ სამუშაო პროცესებს. ამჟამად შიგნით მობილიზებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. პარალელურად, გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, რომლებზეც მაქსიმალური ყურადღება გადავიტანეთ იმ თეორიული გამოთვლებით, სადაც შეიძლება, რომ დამატებით ცხედრის აღმოჩენა მოხდეს. ძირითადად კოტეჯების ტერიტორიაზეა საუბარი. სწორედ კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილეთ, სად იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც ბოლო კონტაქტები შედგა.

მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ტექნიკის შეყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხიდის მოწყობაზე, რაც ძალიან გააადვილებს გადაადგილებას მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის შრომის ნაყოფიერებას, რათა მოხდეს მეტ ადგილზე შესვლა და ბევრ ლოკაციაზე ტრანსპორტის საშუალებით ფრთხილად მუშაობა“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.

Next Post

ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

კვი აგვ 6 , 2023
292 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, საუდის არაბეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი, ინდოეთი, იორდანია, კატარი, ქუვეითი, […]