“საქაერონავიგაცია” შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

291 წაკითხვა

“საქაერონავიგაცია” შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქაერონავიგაცია” კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქაერონავიგაციის” კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა.

როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია პირველის სიუჟეტში მიზანმიმართულად მოხდა “საქაერონავიგაციის” საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა.

“საქაერონავიგაცია შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.

ამასთან განვმარტავთ, რომ პანდემიის გამო შემცირებულმა ფრენებმა ნეგატიური გავლენა იქონია “საქაერონავიგაციის” ბიუჯეტზე, რამაც აღნიშნული და დაგეგმილი სხვა პროექტების განხორციელება შეაფერხა. პანდემიის შემდეგ აღდგენილი ფრენებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიამ უპირველესად მიმართა იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ფრენების უსაფრთხოებას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, მათ შორის: ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე”, – აღნიშნულია განცხადედებაში.

“საქაერონავიგაცია” განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შენობა, რომელსაც “საქაერონავიგაცია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრის მიმდებარედ აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან.

“საქაერონავიგაცია” არის სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერი ორგანიზაცია და მას სამაშველო ფუნქცია არ გააჩნია.

აქვე გვსურს, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატოთ შოვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა გამო და მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

თეა ახვლედიანი - ჩვენ განვაგრძობთ ერთიანი სამთავრობო მიდგომით და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას

სამ აგვ 8 , 2023
291 წაკითხვაშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა, კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა და ხაზი გაუსვა ომში […]