„ასე, რომ ეს „არტმომზადებაც“ სულ ტყუილი დროის ხარჯვაა“ – გია გაბრიჭიძე

არჩევნებამდე 5 დღე დარჩა და ცხადია,  “ნაცები” და ე.წ. კრიტიკული მედია ფორსირებული შეტევისთვის ემზადებიან.”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

“საარტილერიო მომზადება” სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს და ბუნებრივია, რომ ერთ-ერთი მდებარეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

ჩვეული ჭიჭყინა სტილი, სხვადასხვა სიცრუით შეფუთული, ბუნებრივია ემსახურება საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და გარკვეულწილად ნიჰილიზმისა და უნდობლობის ფონის შექმნას.

პირველი ტურის შემდეგ ხელახლა გადათვლილ უბნებზე მოთქვამენ, რომ გადათვლა არასწორად მოხდა (საინტერესოა, თუ რაიმე არის მისაჩქმალი, რატომ ინახება შესაბამისი ვიდეოები 31 დეკემბრამდე?)

სად არიან ოპოების დანიშნული წევრები, რომლებიც სწორედაც ვიდეო-გადაღებები ებარათ?

და მთავარი – ოპოტელევიზიებში ყველაზე ჭკუის-საკითხავ ორგანიზაციად, მრავლგზის დისკრედიტირებული ე.წ. სამართლიანი არჩევნები ითვლება და ყველასთვის ცხადია, თუ რატომაც: ამ ორგანიზაციას არა აქვს უმთავრესი, რაც უმნიშვნელოვანესია ისეთ საპასუხისმგებლო საქმეში, როგორიც არჩევნებია – არა აქვს სინდისი!

მოკლედ რომ ვთქვა, ცდილობენ წინასწარ შექმნან აზრი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხალხი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ასე რომ ეს “არტმომზადებაც” სულ ტყუილი დროის ხარჯვაა”- წერს გია გაბრიჭიძე.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…