ის, რატომაც ბოლოს მე და ნიკა მელიას კონფლიქტი მოგვივიდა… – ანა წითლიძე

128 წაკითხვა

,,ნაცმოძრაობის” წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე:

,,იცით, ამ პროცესში რამდენი რაღაც არ მომეწონა? ძალიან ბევრი – ჩემი პოზიციისა და იმის მიუხედავად, რომ მე შიდა არჩევნებში არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დამიჭერია. ბოლო წუთამდე ნიკა მელიას ვგულშემატკივრობდი. ის, რატომაც ბოლოს მე და ნიკა მელიას კონფლიქტი მოგვივიდა, მისი სიტყვები იყო – რომ ის ამ პარტიაში დარჩენას არ აპირებდა და ენმ-ში ფერფლს დატოვებდა.

იცით, 11 წლის განმავლობაში ამ პარტიაში რამდენი რამ არ მომწონებია? იცით, ყველა თავმჯდომარესთან რამდენჯერ მიჩხუბია? იცით, მე და ნიკა მელია, მე და გრიგოლ ვაშაძე და მე და დავით ბაქრაძე როგორ ვჩხუბობდით? ხან პარტიის თავმჯდომარე არ მომწონდა, ხან პოლიტსაბჭოსი. მე და გიგა ბოკერიასაც უდიდესი დაპირისპირება გვქონდა, როცა ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. მაგრამ, არასოდეს მიფიქრია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დამეტოვებინა იმის გამო, რომ შიგნით ვიღაცასთან რაღაცაზე ვერ ვთანხმდებოდი და გაუგებრობა გვქონდა. ”

Next Post

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ და კონგრესმა "პუტინს შესანიშნავი საჩუქარი" არ უნდა აჩუქოს

ოთხ დეკ 6 , 2023
128 წაკითხვააშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – განაცხად ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. მისი თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნული საკითხი […]