მამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და ეს კვლევებშიც აისახება

127 წაკითხვა

ტყუილის ჭაობში ვართ და ეს კვლევებშიც აისახება, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ტყუილით არის გაჯერებული და ამაში დიდ როლს სხვადასხვა პოლიტიკოსი ასრულებს.

„ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც 30 წლის ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა შექმნეს. თავდაპირველად, ეს არის ტყუილი, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი საზოგადოება და რომელშიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ სხვადახვა დროის და პარტიის პოლიტიკოსები. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე ვესაუბროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ. ჩვენ ვართ ტყუილის ჭაობში და შესაბამისად, ეს კვლევებშიც აისახება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის ჩამოყალიბების გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.

Next Post

„შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს“ - გოგა ხაინდრავა

ორშ დეკ 11 , 2023
127 წაკითხვაკინორეჟისორი გოგა ხაინდრავა რუსთაველის გამზირზე გამართულ მარშს ეხმაურება, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. „მთავარსარდალმა სალომემ და კაპიტანმა გიგაურმა, გაერთიანებული შტაბების დავალებით, ჩაატარეს გეგმური წვრთნა – მარშ ევროსკავშირისკენ! შეკერეს, გაშალეს, აფრიალეს, ჩაიარეს, მიაწვდინეს ხმა! აქციამ, ყველა Voice-ს და Post-ის მოწონება დაიმსახურა!“ – წერს ხაინდრავა X-ზე.