აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს ფორმალურად განიხილავს

2,099 წაკითხვა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს ფორმალურად განიხილავს. მანამდე კი, შეასრულებს თუ არა „პრეზიდენტის“ მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი, უცნობია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა უკვე დატოვეს ოპოზიციამ და მათმა მომხრეებმა და სამართალდამცველებმა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამის მიზეზი რაულ ხაჯიმბას მიერ, გადადგომის შესახებ ხელმოწერილი განცხადება გახდა, რომელიც უკვე შევიდა ძალაში.

ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვიზიტის შემდეგ, სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ასლან ბარციცმა აცნობა.

ipn

Next Post

ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუფასებელია

ორშ იან 13 , 2020
2,099 წაკითხვავხედავთ კრემლის  არასწორ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც ყველასთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომლითაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შედეგად არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. სესიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მიდგომაა, რომ ოკუპანტმა აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი უნდა შეწყვიტოს. „ცხადია, ეს არადამიანური პოლიტიკა ოკუპაციის პირობებში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს უქმნის ძალიან სერიოზულ რისკებს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ