ოლაფ შოლცი – შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი თემის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია

204 წაკითხვა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, თურქეთის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არ არის დაკავშირებული ნატოში შვედეთის წევრობასთან.

„შვედეთი ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, თურქეთის ევროკავშირში წევრობა კი არ არის ამ საკითხთან დაკავშირებული, ამიტომ ამ ორი საკითხის ერთად განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი ნატოში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალ პირობას აყენებს – თურქეთის ევროკავშირში წევრობა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირის კარებთან 50 წელი დგას მაშინ, როცა ნატოს თითქმის ყველა წევრი დღეს უკვე ევროკავშირის წევრია.

Next Post

თეონა აქუბარდია - „თავდაცვის კოდექსს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს - „ქართული ოცნების“ „ცისფერი მთების“ ამბავია

სამ ივლ 11 , 2023
204 წაკითხვამიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავდაცვის კოდექსს“. როგორც ის განმარტავს, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, მასში „ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ არის ყველაფერი ჩაწერილი“. „თავდაცვის კოდექსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უნდა იყოს გამიზნული და არა „გირჩთან“ დაპირისპირების იარაღად წარმოჩენილი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მე, როგორც თავდაცვის სფეროს სპეციალისტი, ამ ინტერესიდან […]

შესაძლოა მოგეწონოთ