თეონა აქუბარდია – „თავდაცვის კოდექსს“ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს – „ქართული ოცნების“ „ცისფერი მთების“ ამბავია

196 წაკითხვა

მიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თავდაცვის კოდექსს“.

როგორც ის განმარტავს, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან, მასში „ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ არის ყველაფერი ჩაწერილი“.

„თავდაცვის კოდექსი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის უნდა იყოს გამიზნული და არა „გირჩთან“ დაპირისპირების იარაღად წარმოჩენილი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. მე, როგორც თავდაცვის სფეროს სპეციალისტი, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვარ ამ პროცესში ჩართული, არც არავის ვეხმარები და არც არავის წინააღმდეგ არ ვარ, მიმაჩნია, რომ კანონს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ერთია, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, რომელიც თავდაცვის საბჭოს ნაწილში პრეზიდენტთან არის, მოგეხსენებათ, საომარი მდგომარეობის დროს, ორი სათათბირო საბჭო გვექნება, ესეც „ქართული ოცნების“ ორი სათაურის ამბავია – „ცისფერი მთების“, რასაც თავის დროზე ვეუბნებოდი კონსტიტუციის ავტორს, ირაკლი კობახიძეს, ამას ნუ იზამდა და ახლა გადაწყვიტეს, რომ მართალი ვყოფილვარ და თავდაცვის საბჭოს მოწვევის უფლებას პრეზიდენტს ართმევენ იმით, რომ კანონში პრემიერის თანხმობა ჩაწერეს. ამ კოდექსს მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ჯარისკაცის უფლებების ნაწილში, რაც ჩემთვის პრინციპულია. კანონით, 37 000 სამხედრო მოსამსახურე გვყავს, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო კონტრაქტს დაარღვევს თავდაცვის სამინისტროსთან, 1 500-ლარიდან, 28 000-ლარამდე ჯარიმაა გათვალისწინებული. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, აღარ მიმართოს სასამართლოს, 1450 სარჩელია სასამართლოში, თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს უჩივის კონტრაქტის დარღვევის გამო და ჩაწერეს, რომ იძულებითი აღსრულება მოხდება ამ თანხის ამოღების მიზნით. თუ სამხედრო სასამართლოს მიმართავს, ის ამ იძულებით აღსრულებას არ აჩერებს.

ბევრი პრობლემა აქვს კანონს, მათ შორის, სპეცწოდებების, ნატო-ს არც ერთ წევრ ქვეყანაში, ის სპეც. წოდება, რომელიც საბჭოთა გადმონაშთია, თავდაცვის სამინისტროში არ არის, არიან ან სამხედროები, ან სამოქალაქოები. ამათმა დატოვეს… ნატო-ს და დასავლური პრინციპის წინააღმდეგ, ყველაფერი ჩაწერეს კანონში, რის გამოც, მე ამ კანონს მხარს ფიზიკურად ვერ დავუჭერ“, – განაცხადა აქუბარდიამ.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის, გადადგან ახალი ნაბიჯები - უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ

სამ ივლ 11 , 2023
196 წაკითხვაუკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “ჩვენი თავდაცვა პირველი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” – წერს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი […]

შესაძლოა მოგეწონოთ