ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, არ არის ეს ოპოზიცია ხელწამოსაკრავი, პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარეა იქ: დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი და ნინო ბურჯანაძე, რომლებსაც ელჩები „Your Excellency – თქვენო ბრწყინვალებავ“ ასე მოგვმართავდნენ”- განაცხადა პარტია „ერთიანი საქართველო“-ს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ TV „პირველი“-ს გადაცემა „პირველ ხაზში“ სტუმრობისას, როდესაც გერმანიის ელჩის მიერ, ოპოზიციის შესახებ გაკეთებულ შეფასებაზე აკეთებდა კომენტარს.
მისი თქმით, ვინმეს მოსწონს, თუ არა გიგა ბოკერია, ის არის პოლიტიკოსი და იყო ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე. ბურჯანაძის თქმით, დღევანდელ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებიათ და იმ დროს, როდესაც ამერიკა დემოკრატიის შუქრად მოიხსენიებდა საქართველოს, სწორედ ამ პერიოდში იკავებდნენ ისინი მაღალ თანამდებობებს.
„მოგწონს თუ არა, გიგა ბოკერია, პოლიტიკოსია და ის იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და მაშინ, როდესაც ამერიკა ჩვენ ქვეყანას დემოკრატიის შუქურას ეძახდა, უმაღლესი თანამდებობები გვეკავა.
რაღაც გაგვიკეთებია ამ ქვეყნისთვის, კი, შეცდომებიც ბუნებრივია იყო, სამწუხაროდ დანაშაულებიც, რის გამოც მე ხელისუფლებიდან წამოვედი, მაგრამ ეს ხელისუფლება რა აკეთებს? და ერთი მაგალითი დამისახელეთ რითი სჯობს წინა ხელისუფლებას?“– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.