იენს სტოლტენბერგი – უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან იპყრობენ პოზიციებს – მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება

186 წაკითხვა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს.

ამავდროულად ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო.

“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუსებს გამაგრებისთვის ჰქონდათ დრო – საკმაოდ მძიმე თავდაცვის ხაზებია, და მათი გარღვევა რთული ამოცანაა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ უკრაინულ ძალებს, ცუდად იყვნენ აღჭურვილნი და სათანადო ხელმძღვანელობა არ ჰქონდათ.

“მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ სიმამაცე, მზადყოფნა გაათავისუფლონ მიწა… და განდევნონ რუსები”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

Next Post

პრემიერი - რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით

ოთხ ივნ 14 , 2023
186 წაკითხვაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალიისა” და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო რუსეთ-უკრაინის ომს და აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი ქვეყნის გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა […]

შესაძლოა მოგეწონოთ