ირაკლი კობახიძე – იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი – სხვა კომენტარისგან თავს შევიკავებთ

243 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმედია, ასეთი განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება.

„იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს 31 მაისს მიმართავს.

Next Post

პეტერბურგი 2023 წელსაც იზიდავს საქმიან სტუმრებს მთელი მსოფლიოდან, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის საინტერესო პროგრამით

კვი მაი 28 , 2023
243 წაკითხვა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) უნიკალური მოვლენაა ეკონომიკისა და ბიზნესის სამყაროში. მას სათავე დაედო 1997 წელს, ხოლო 2006 წლიდან იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პატრონაჟითა და მონაწილეობით. გასული წლების განმავლობაში, ფორუმი გახდა მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ბიზნეს-საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისათვის და რუსეთის, განვითარებადი ბაზრების, ასევე მთლიანად მსოფლიოს წინაშე არსებული ძირითადი ეკონომიკური საკითხების განხილვისთვის. სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება 2023 […]

შესაძლოა მოგეწონოთ