კოდუას პირმშო კვლავ ურცხვად ტყუის – დავით ჩიხელიძე

811 წაკითხვა

კოდუას პირმშო (პლატფორმა 2020) კვლავ ურცხვად ტყუის! მათზე დაწერის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ფაქტებით იმდენად ურცხვად მანიპულირებენ, რომ მათ განცხადებებზე დუმილი დაუშვებელია. როგორც ამბობენ „ყოველი სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია“ მათ ორგანიზაციას ბევრი „ბრძენი“ ჰყავს, რომელთაც საზოგადოება სულელი ჰგონია.”– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს:

“როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ანგარიშში რომელიც 2020 წლის არჩევნებს შეეხებოდა, სიტყვა გაყალბება ნახსენები არ ყოფილა.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მთავარი არა კონკრეტული სიტყვა, არამედ დასკვნის სულისკვეთება და ხასიათია. ახლა კი ვნახოთ რა წერია პლატფორმის დასკვნაში „არჩევნები შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მიუხედავად კონკურენტული საარჩევნო პროცესისა, არჩევნები არ შეძლება ჩაითვალოს როგორც სამართლიანი არჩევნები, არჩევნები ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები” აღნიშნული დასკვნაში სიტყვა გაყალბება ეწერება თუ არა უმნიშვნელოა, რადგან ფაქტია, მათ საკუთარი დასკვნით მოახდინეს სიცრუის ტირაჟირება, იმავე არჩევნებს ეუთო/ოდირი შემდეგი სიტყვებით აფასებს „საარჩევნო უბნებზე პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო” ეს ორი დასკვნა ნათლად აჩვენებს, პლატფორმა 2020-ის უსუსურობას და არაპროფესიონალიზმს.

პლატფორმა 2020ის საბოლოო ანგარიში ზუსტად იმეორებს ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის პოზიციას, შესაძლოა ითქვას, მათი ანაგრიში დაწერილია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება და ცდილობს, არამხოლოდ ცესკოს არამედ ზოგადად ქვეყნის დისკრედიტაციას, საბედნიეროდ არსებობს ობიექტური მიუკერძოებელი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც ანგარიშში გადმოცემულია პირუთვნელი სიმართლე, რომ არჩევნები დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში ჩატარდა.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

დავით ჩიხელიძე - „ისინი არ იცავენ ობიექტურობას, დაგეშილი არიან ცესკოზე, რომ როგორმე მათი დისკრედიტაცია მოხდეს“

შაბ სექ 11 , 2021
811 წაკითხვაორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ჩიხელიძის გამოხმაურება “ცესკო”-ში, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ 15 სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რომლის წარმომადგენლებიც ოპოზიციასთან კავშირში ამხილეს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ ისაუბრა. “საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში არსებობს, ეს არის ერთი დიდი, მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელიც სიმართლის და პირუთვნელი ჭეშმარიტების მხარდაჭერას/დადგენას ემსახურება. როგორც წესი, სადამკვირვებლო […]