რაფაელ გროსი – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დანაღმვის ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვართ – მოდუნება არ შეიძლება

142 წაკითხვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.

“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, – განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ახლა “მოდუნება არ შეიძლება.”

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ასევე, პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.

Next Post

ალექსი ბატიაშვილი - ჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია - რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა

პარ ივლ 7 , 2023
142 წაკითხვაჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა, – ამის შესახებ სუს- ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აგენტებთან დაკავშირებით მათი მთავარი ამოცანა იდენტიფიცირება და შესწავლაა. „ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების […]

შესაძლოა მოგეწონოთ