ალექსი ბატიაშვილი – ჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია – რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა

122 წაკითხვა

ჯაშუშები რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა, – ამის შესახებ სუს- ის უფროსის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აგენტებთან დაკავშირებით მათი მთავარი ამოცანა იდენტიფიცირება და შესწავლაა.

„ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების ფორმების, მეთოდების განსაზღვრა, შესწავლა, ამის გაუნებელყოფა და შემდეგ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება,“ – განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, რომ სუს-ი პარტიულია, ბატიაშვილი აცხადებს: „არ არის პარტიული, არ ვადასტურებთ და უარვყოფთ”.

ინფორმაციისთვის, სუს- ის ანგარიშს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

Next Post

იენს სტოლტენბერგი - ნატო-უკრაინის ახალი საბჭო უკრაინას ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას - მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაარსებით ჩვენ ვქმნით ორგანოს, სადაც ერთად გავაკეთებთ საქმეებს

პარ ივლ 7 , 2023
122 წაკითხვანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელის, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. სტოლტენბერგის თქმით, ის ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინას ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“. „პირველი იქნება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის სრული თავსებადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მეორე ელემენტი იქნება ნატო-უკრაინის […]

შესაძლოა მოგეწონოთ