„ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს“ – სუბარის პასუხი აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებს

1,341 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში მერიის მიერ შენობების დემონტაჟს გამოეხმაურა:

„არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა სადაც მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს – სადაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივია გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას, იგივე თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება.

მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში, არის არაერთი დასახლება სადაც ადამიანებს აშენებული აქვთ წლების წინ სახლები, ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს იქ ზრდიან, ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. […] ადამიანები რომლებმაც 2-3 თვის ბოლოს ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ამ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. სადაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში დახმარება, დავუდგები გვერდით მაქსიმალურად“.

Next Post

„მეგონა, გარეჯს ვიბრუნებდით, ვაი ჩვენ პატრონს“ – ვახო სანაია

სამ დეკ 15 , 2020
1,341 წაკითხვაჟურნალისტი ვახო სანაია აფრიკის დასახლებაში დღეს მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ტელევიზორი ჩავრთე. უცებ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მეგონა, გარეჯს ვიბრუნებდით. თურმე აფრიკის დასახლება ყოფილა. ვაი ჩვენს პატრონს…“