ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის, გადადგან ახალი ნაბიჯები – უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ

175 წაკითხვა

უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ჩვენი თავდაცვა პირველი პრიორიტეტია. და მადლობელი ვარ პარტნიორების მზაობისთვის გადადგან ახალი ნაბიჯები. მეტი იარაღი ჩვენი მებრძოლებისთვის, სიცოცხლის მეტი დაცვა მთელი უკრაინისთვის. უკრაინაში თავდაცვის ახალ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ჩამოვიტანთ,” – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მეორე დღეს ბევრი ორმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი – ამერიკელ, კანადელ, გერმანელ, ბრიტანელ, ნიდერლანდელ, იაპონელ და სხვა პარტნიორებთან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ხვალისთვის უკრაინა-ნატოს საბჭოს საინაუგურაციო სხდომა არის დაგეგმილი.

Next Post

იენს სტოლტენბერგი - „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ

სამ ივლ 11 , 2023
175 წაკითხვა“ცივი ომის” შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, „უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში მოკავშირეებმა საკვანძო გადაწყვეტილებები“ მიიღეს. „შევთანხმდით პაკეტზე უკრაინის გასაძლიერებლად და ნატო-სკენ ნათელი გზის მისაცემად. ასევე, “ცივი ომის” შემდეგ ყველაზე სრულყოფილი თავდაცვის გეგმები დავამტკიცეთ, რომლებსაც ზურგს უმაგრებს მტკიცე ვალდებულებები მეტი ინვესტიცია გავაკეთოთ თავდაცვაში”, – წერს სტოლტენბერგი.