„პატრიარქს და ეკლესიას ყველაფერში არ ვეთანხმები“ – სალომე ზურაბიშვილი

1,170 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და ეკლესიას ყველაფერში არ ეთანხმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, მისთვის მიუღებელია ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულება, რომ შეიძლება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საზიანო იყოს.

„მე არ მეყოფა სიტყვები, რომ მისი ძალიან დიდი დამსახურება გამოვხატო. არსებობს ასევე კონკორდატი, რომლის გარანტორიც მე ვარ და რომელიც ძალიან დაბალანსებულია. მე მაგალითად, არ გავყევი სინოდის რეკომენდაციას – მომართვას, რადგან შემდეგ მხოლოდ მე ვატარებ ამ პასუხისმგებლობას, როცა მე ვჯდები ჩემს თავთან მარტო და იქ არის მღებული გადაწყვეტილება.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას – ამ ინსტიტუტს და ეს არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ყველაფერში არ ვეთანხმები. მაგალითად, არ ვეთანხმები და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ზოგმა ეკლესიიდან გამოთქვა აზრი, რომ შეიძლება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ცუდი იყოს და რომ არავითარ შემთხვევაში ეს სავალდებულო არ უნდა იყოს – ეს აბაურდია“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, ეკლესიის ჩარევამ საერო საქმეში შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა.

„ვაქცინა ჯერ არ არსებობს. არ ვიცით რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის საქართველოსთვის. არ შეიძლება, ეს უკვე ჩარევაა საერო საქმეებში და ჯანდაცვის კომპეტენციაში, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვის საკითხია.

მოსაზრება აცრების პრობლემატურობის შესახებ ისედაც გავრცელებულია მოსახლეობაში ,,ფეიკნიუსები“ – ნაწილობრივ რუსული, ნაწილობრივ სხვა წარმოშობის ასევე, ლუგარის ცენტრის ირგვლივაც, რომელმაც რეალურად გადაგვარჩინა ამ სიტუაციაში, გავრცელებული ,,ფეიკნიუსები“ პირდაპირი დარტყმაა საქართველოს დემოგრაფიაზე და თუ ამას ვინმე ვერ ხედავს, დროა გონს მოეგოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

Next Post

სააკაშვილის მთავარი პრინციპი - „წარმოუდგენელია, ჩემი ოჯახის წევრს ჰქონოდა რაიმე პრივილეგია“

ოთხ მაი 20 , 2020
1,170 წაკითხვა