პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება:
„ფაქტია, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და არასტაბილური ვითარება აზარალებს ქვეყანას. ევროპა ძალიან კარგად ხედავს არსებულ კრიზისს და იმასაც ხედავს, რომ კრიზისის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში შედის. როგორც სჩანს, ქართველი პოლიტიკოსები ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე, რათა ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ხალხის ინტერესები დაეყენებინათ. ეს კრიზისი მალე უნდა დასრულდეს. ქვეყანა ერთხელდა სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეს ნეობოლშევიკური მარწუხებიდან და დაადგეს რეალური განვითარების გზას. ორ ათეულ წელზე მეტია, საქართველოს მართავს შევარდნაძის ფრთის ქვეშ დაფრთიანებული კასტა, რომელიც დღემდე ვერ მოვიშორეთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისადმი არის ნდობის დეფიციტი და ადრე თუ გვიან ყველა მივა იმ დასკვნამდე, რომ ვადამდელი არჩევნები ერთად ერთი გამოსავალია.