„როგორც ჩანს, ვერც იმას მიხვდნენ აკაკები, რომ ზოგადად მთელი არასამთავრობო სექტორი შემოელანძღათ“ – დავით ჩიხელიძე

874 წაკითხვა

ორი აკაკი (ხუსკივაძე და კობალაძე) კვლავ ტყუილების გავრცელებაში ეჯიბრება ერთმანეთს, გუშინ კი „ცესკო“-სთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა საკონსულტაციო საბჭოზე უკვე ერთობლივი შტურმი სცადეს, ტრადიციულად – ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე, პოპულისტური და მანიპულაციური სიტყვების თამაშით.“- ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი“-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.

„ცნობილი ფაქტია, რომ წელიწადზე მეტია, რაც ცესკოსთან არსებული ტრენინგ-ცენტრი (რომლის თანამშრომელიც გახლდათ თავად ხუსკივაძე) საგრანტე კონკურსებს აღარ აცხადებს, თუმცა ამ შემთხვევაში ესეც არაა პრინციპული საკითხი, მთავარი ისაა, რომ აკაკების აზრით, საშინელი კომპრომატი გაახმოვანეს – თურმე ნუ იტყვით და საბჭოში შემავალ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ადრე ამ კონკურსებში ყოფილა გამარჯვებული. ვინც იცის, რომ არჩევნები სპეციფიკური სფეროა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ გარკვეული ნაწილი საქმიანობს, ცხადია ვერ მიხვდება, რატომაა ცესკოს ადრინდელ საგრანტე კონკურსებში ასეთი საქმიანობით დაკავებული, საკონსულტაციო საბჭოში მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციის მონაწილეობა და მათ მიერ გრანტის მოპოვება სენსაცია ან დანაშაული, მით უფრო, რომ ბოლო ასეთ კონკურსში გრანტი 44 ორგანიზაციამ მოიპოვა. მაგრამ ამდენს ვერ ხვდება საარჩევნო სფეროს ეს ორი ტიტანი, ან არ ხვდება, რადგან ამჯერად ჰონორარს ამაში იღებენ.

როგორც ჩანს, ვერც იმას მიხვდნენ აკაკები, რომ ზოგადად მთელი არასამთავრობო სექტორი შემოელანძღათ, ვისაც ოდესმე სადმე რაიმე გრანტი მიუღია და მეტიც – საკუთარი თავებიც შემოელანძღათ, ვინაიდან ბატონი აკაკი სწორედ ცესკოსთან არსებული სატრენინგო ცენტრის მიერ გაცემული გრანტებით განხორციელებული არაერთი პროექტის ბენეფიციარი და მონაწილე გახლდათ.

ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ორ აკაკის ასე თუ ისე ესმის საკუთარი ბრალდებების აბსურდულობა და სიბრიყვე, მაგრამ მისია მკაცრია და ფულს ტყუილად არ იძლევა, ასე რომ დაქირავებულებმა დირექტივები უნდა შესარულონ და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო საბჭოზე თავდასხმებით გააგრძელონ – ფანტაზიაც ჯერ-ჯერობით ყოფნით, თუმცა ერთ იდეას მაინც ვუკარნახებთ, რადგან სახის საბოლოო დაკარგვა თავად აურჩევიათ – კარგად მოჩხრიკონ, საკონსულტაციო საბჭოს გვირაბი ხომ არ გაჰყავს ცესკოს შენობამდე. მოკლედ, ასეთებზეა ლათინური ანდაზა – ყველაზე აუტანელი რეგვენი ისაა, ვისაც ჭკუის ნატამალი ჯერ კიდევ შერჩენიაო.“ – აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ბოლო ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დანიშნა საგარეო საქმეთა ჭინკა“ - გია ხუხაშვილი

ოთხ სექ 1 , 2021
874 წაკითხვა გია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: რადგან ტერმინი „ტროლი“ დასავლეთშია შექმნილი, ჩვენ კი ყველაფერი ქართულ-პატრიოტული გვჭირდება დღეიდან მათ მოვიხსენიებ ჭინკებად. ბოლო ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დანიშნა საგარეო საქმეთა ჭინკა, რომელიც უარს ამბობს დასავლურ დახმარებაზე ქართველობის წართმევის ფასად.

შესაძლოა მოგეწონოთ