„ვინც ამას საკუთარ თავზე მიიღებთ, ყველამ მაპატიეთ“ – შალვა ნათელაშვილი

5,737 წაკითხვა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის მორატორიუმს ხელისუფლების მიმართ:

„ახლა ვინც ამას საკუთარ თავზე მიიღებთ, ყველამ მაპატიეთ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება, დაქცევა, მიტაცება, დათხრა, დარბევა, შიმშილი, სიღატაკე. სიცრუე, წაბილწვა, ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული და ვაი, რომ განუკურნებლად, სამუდამოდ.

ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი გრიპით წელიწადში 650 ათასი ადამიანი კვდება. ქრისტიანად თავი მოგვქონდეს და ვირუსით სიკვდილის შიშით მზად ვიყოთ მორალურ-ზნეობრივ კომპრომისებზე ნიშნავს, რომ არ ვართ ქრისტიანები, ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც ვკვდებით ყველა, რა აზრი აქვს დიაგნოზს.

რა გვჭირს ხალხო- ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მოიგო და ბრიტანელებმა ერთ კვირაში გადაირჩიეს პრემიერობიდან, ზამთარში გათბობა არ გვქონდაო. ახლა რომ ვკითხულობ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თუ თვით ოპოზიციონერთა ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს, თანდათან მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში, სადაც შეგვყარეს და როგორც სჩანს დამსახურებულადაც. ერთადერთი კითხვაღა მაწუხებს- რა მნიშვნელობა აქვს, კორონა ვირუსი მოგვკლავს თუ კორონა-ბიძინა?“– წერს შალვა ნათელაშვილი.

Next Post

ორი მთავარი ოცნება - გუბაზ სანიკიძემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - (ვიდეო)

პარ მარ 27 , 2020
5,737 წაკითხვა