„მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება“

2,034 წაკითხვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამ მდგომარეობაში ყველაზე დიდი დახმარება იქნება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას.

კალაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა მიმდინარეობს და ეს ღონისძიება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მისივე თქმით, თუ დამატებითი ღონისძიებების საჭიროება იქნება სახელმწიფო ამასაც გააკეთებს.

„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულ იქნა. ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც მოხდა ადამიანების ჩამოყვანა, ვისაც სურვილი აქვს რა თქმა უნდა დაბრუნების, ეს პროექტი გაგრძელდება. ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე დახმარების და ხელშეწყობის, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს. რეისები არსებობს, გუშინ, გუშინწინ ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

Next Post

„მთავრობას ვთავაზობ იდეას - ნუ შეგვეშინდება რადიკალური ზომების მიღების“ - ოთარ ჩრდილელი

კვი მარ 29 , 2020
2,034 წაკითხვაპარლამენტარი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს: “მთავრობას ვთავაზობ იდეას, რომლის განხორციელებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ქმედითია და უკვე სხვა ქვეყნებში აპრობირებულიცაა. მომზადდეს სამართლებრივი ბაზა და კარანტინის დამრღვევს არ შეეძლოს: ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვას მართვის მოწმობა, არ ჰქონდეს იარაღის ტარების ან შენახვის უფლება, ვეღარასოდეს იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში და ა.შ. სინგაპურმა უკვე გამოიყენა ეს ქმედება და მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია კარანტინის წესი, აღარასოდეს […]