„და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს?“ – რუსუდან შარაძე

1,600 წაკითხვა

რუსუდან შარაძის პოსტი ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის შესახებ:

„ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს. სხვადასხვა იყო ტექნოლოგიები, მიზანი ყოველთვის ერთი – ტყუილ-მართლის ერთმანეთში იმგვარად აზელვა და გადაზელვა, რომ მერე სიმართლეც არავინ დაიჯეროს, იდეა ძირშივე მოისპოს, ბრბოს ერთმა ნაწილმა იხარხაროს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამ შარლატანებს ღმერთის ხმად მიიჩნევდეს.

არ ვიცი, მის ბოდვაში, რა არის მართალი და რა ტყუილი, არც ის ვიცი, ვინ დაავალა, რომ ერთი საათი ამტკიცებდეს, 7 მილიარდი კაცი გაწყდებითო და ბოლოში მიაკნავლოს, რომ ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია – ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა. არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია ,,კავკასიის“ გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს და თავის ახალ იმიჯზე არ ზრუნავს. და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს და აშინებენ გაწყვეტით? თან ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო, არა – ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გადაცემაში, როგორც ასტროლოგი არ საუბრობს. აბა, ბოდიში და ვინ ჩემი ფეხია?“ – წერს რუსუდან შარაძე.

Next Post

„დაუშვებელია ისეთი სისულელეების ბლუყუნი რასაც აქ ვკითხულობ“ - შალვა ნათელაშვილი

კვი მაი 3 , 2020
1,600 წაკითხვამარნეულში ცხოვრობს უაღრესად მშრომელი ხალხი,უპირველესად ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე ვამბობ, წელიწადში ორი-სამი მოსავალი მოყავთ ,რომ გამოგვკვებონ და უმთავრესად თბილისი მოამარაგონ, სწორედ მათი დაკოჟრილი ხელებით ვჭამთ პურს .ამ უაზრო საგანგებომ, შეუბრალებელმა საკარანტინო რეჟიმმა და კომენდანტის საათმა მაგ ხალხს ლუკმა-პური გაუნადგურა, ნერვები დაწყვეტილი აქვთ, ამიტომაც დაუშვებელია ისეთი სისულელეების ბლუყუნი რასაც აქ ვკითხულობ. ჩვენ ერთად ვაშენებთ მომავლის დიდ საქართველოს და ეს გაიცნობიეროს ყველა ემოციებზე […]