სახანძრო უსაფრთხოება და ხანძრის დეტექცია ობიექტზე

386 წაკითხვა

სახანძრო უსაფრთხოება ნებისმიერი ტიპის დაწესებულებისთვის, რომელსაც ფიზიკური სივრცე აქვს, უმნიშვნელოვანესია. ხანძრის დეტექცია შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ მნიშვნელოვან დაზიანებას გამოიწვევს. მსგავსი სისტემის დანერგვა კანონმდებლობითაც სავალდებულოა. სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო ზომები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ხანძრის გაჩენა, აღმოაჩინოთ დროულად და მინიმუმამდე დაიყვანოთ ზიანი.

 

  • კვამლის სიგნალიზაცია: ამ სისტემას შეუძლია აღმოაჩინოს კვამლი და შეგატყობინოთ პოტენციური ხანძრის შესახებ, რაც მოგცემთ დროს ევაკუაციისთვის ან ხანძრის ჩასაქრობად.
  • სახანძრო წვრთნები: ჩაატარეთ ტრენინგები თქვენი თანამშრომლებისთვის, რათა იცოდნენ უსაფრთხოების წესები.
  • სახანძრო უსაფრთხოების გეგმა: ის უნდა შეიცავდეს ევაკუაციის მარშრუტებს, შეხვედრის პუნქტებს და სასწრაფო დახმარების სამსახურებთან დაკავშირების პროცედურებს.
  • დააინსტალირეთ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, რათა მოახდინოთ ხანძრის დეტექცია: ძვირი არ არის სახანძრო უსაფრთხოება და ამ საკითხზე ზრუნვა აუცილებელია ბიზნესის მხრიდან, როცა სასწორზე ადამიანების სიცოცხლეა.

 

როგორ დავნერგოთ სახანძრო უსაფრთხოება?

კომპანია ვეზირი საქართველოში ლიდერია უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით. მისი მთავარი უპირატესობა სისტემური გადაწყვეტებია, მათ შორის ხანძრის დეტექცია და სახანძრო უსაფრთხოება. ის გთავაზობთ არა მხოლოდ რომელიმე სისტემის შაბლონური პრინციპით დანერგვას, არამედ ჭკვიან და თქვენზე მორგებულ უნიკალურ გადაწყვეტას და ასევე, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე,  რამდენიმე სხვადასხვა სისტემის ერთიან, ინტეგრირებულ მოდელს.

  • სახანძრო უსაფრთხოებაგულისხმობს სახანძრო სისტემის მოწყობილობებს, რომლებიც საგანგაშო სიტუაციის (კვამლი, ხანძარი) აღმოჩენისთანავე აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გზით ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანებს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამიტომ, იგი განსაკუთრებით აქტუალურია მასშტაბური და მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობებისთვის.
  • ხანძრის დეტექცია ყოველთვის საკმარისი დაცვა არ არის და საჭიროა ქრობის სიტემის მყისიერი გააქტიურება. ეს უსაფრთხოების სისტემა გამოიყენება შენობის სხვადასხვა სივრცის და მასში არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების ხანძრის ზემოქმედებისგან დასაცავად.

თუმცა, გარკვეულ შენობებში, ხანძრის ქრობის შედეგადაც შეიძლება განადგურდეს ქონება, თუ სათანადო სისტემას არ გამოვიყენებთ. მაგალითად, წყლის ჭავლით ან ფხვნილით ქრობამ შეიძლება გაანადგუროს:

  • წიგნები ბიბლიოთეკაში,
  • საარქივო დოკუმენტები არქივებში,
  • ელექტრო მოწყობილობები,
  • სერვერები,
  • საცავები და ა.შ.

ამ მხრივ ყველაზე ფართო გამოყენების სისტემა არის გაზით ქრობა. მისი პირველადი მიზანია ხანძრის გავრცელების შეჩერება საწყის ეტაპზე. სისტემა შედგება კვამლის აღმომჩენი სენსორებისგან, ხანძრის ნაადრევი აღმოჩენის სისტემისგან და სპეციალური ცეცხლმაქრი აირით შევსებული ცილინდრისგან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხანძრის ჩამქრობი გაზი და ცილინდრები იყოს სერთიფიცირებული, არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე  და არ იწვევდეს ელექტრონული აპარატურის მწყობრიდან გამოყვანას ან დაზიანებას.

თუ გჭირდებათ სახანძრო უსაფრთხოება, გადადით ვებ-გვერდზე: veziri.ge

Next Post

ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შაბ ივნ 17 , 2023
386 წაკითხვაშსს-მ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე, თსუ-სა და ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება თსუ-ში ახალგაზრდებს შორის მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე დაშავდა, მიყენებული დაზიანებებით კი, ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, […]