„ეს ხომ ერთი დაჯგუფებაა! ერთსა და იმავე სტილში იქცევიან – „ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიას“ პრინციპით. გერმანიის ელჩმა რა თქვა? ხელი ხომ არ დაუდია ვინმესთვის? მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი შეცდომებით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო რუსეთს. შეიძლება, ამას არ დაეთანხმო ან დაეთანხმო, მაგრამ ბრალდებები ამ თვალსაზრისით არ შეიძლება“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გია ხუხაშვილი. მისი თქმით:
„განსაკუთრებით კომიკური იყო ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ბოდიში, როდესაც მან შალვა ნათელაშვილის მაგივრად ბოდიში მოიხადა. დიდი ბოდიში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძეს ჭკუა არ მოეკითხება?! იმიტომ, რომ ანალოგიური რაღაც თქვა მან ევროპარლამენტარებზე, კონგრესმენებსა და სენატორებზე. კობახიძის განცხადების გამო ბოდიშს არ იხდიან, იმიტომ, რომ თეთრი საბუთი აქვს – „გიჟი თავისუფალიას“ პრინციპით მოქმედებს, ხოლო შალვა ნათელაშვილის განცხადების ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში მოიხადა. ეს ხომ საგიჟეთია. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო!“