„ლამის ხეზე ავძვერი და აპოკალიფსი მოვუწყვე” – ელენე ხოშტარია

1,501 წაკითხვა

„ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერ იმას ვანსახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი“, – ამის შესახებ ელენე ხოშტარია თავის Facebook გვერდზე წერს.
“ნუ, ჯერ ხომ ვიძახდი, რა უბედურებაა რომ მიყვებიან მშობლები-თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6-ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე, აი ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა.

აი, რომ შეამკობ რა, საკაიფო ეპითეტებით – ვეუბნები და ნუ, მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ეხლა ვდგავარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის, ესეიგი კარგად თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ესეიგი შეცდომით შემოხაზა.

არადა, სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან-თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.

“დედაენაცვალოს”,

P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ”. – წერს ელენე ხოშტარია.

აიპრესი

Next Post

სერგეენკო, წულუკიანი, მდინარაძე – ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ საბურთალოზე?!

სამ ივლ 7 , 2020
1,501 წაკითხვათეა წულუკიანი, დავით სერგეენკო, მამუკა მდინარაძე და გაიოზ ვასაძე – „ქართული ოცნება“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს ამ ოთხი პირიდან აარჩევს. როგორც „2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მათ შორის „საუკეთესოს“ შერჩევა საბურთალოს რაიონის ამომრჩევლის კარდაკარ გამოკითხვით, სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება. „ოცნების მარადმინისტრი“ თეა წულუკიანი რომ იუსტიციის 8 წლიანი მინისტრობის სავარძელს ემშვიდობება, ამას წულუკიანის გარემოცვის წევრებიც ადასტურებენ, რადგან წულუკიანს „მინისტრის ჩემოდანი“ უკვე ჩალაგებული აქვს. […]