„ახლა კი მე მომისმინეთ“ – ინგა გრიგოლიას მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს

2,136 წაკითხვა

ინგა გრიგოლიას მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„მივმართავ პოლიციის სამინისტროს, იმის პასუხად, რა თავდასხმაც მოაწყო ჩვენს ტელევიზიაზე ქალბატონმა გიორგობიანმა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვამუნათებს, 112-ს რომ იძახებდით ჟურნალისტური გამოძიებისთვის, ექსპერიმენტისთვის, ეგებ ამ დროს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და მოგვაცდინეთ ამ ცრუ შეტყობინებითო და ის ავიწყდებათ, 19 ივნისის ღამეს, 112-ში რომ დაირეკა, სასწრაფო გვჭირდება, პოლიცია გვჭირდება, დახმარება გვჭირდება, ხელკეტებით ხალხს სცემენო, პოლიციამ საჭიროდაც რომ არ ჩათვალა გაერკვია, რა მოხდა ადგილზე.

სწორედ ამიტომ ვატარებთ ექსპერიმენტებს, ვიკვლევთ, ვსწავლობთ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებს,რომ თავად პოლიციის გამოძიებაა არადამაჯერებელი, რასაც საქმის აღძვრიდან 14 დღის მერე, მათთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი ადასტურებს.

ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს, რომ არ ასრულებს ამ თემის დეტალების გასაჯაროებას და ახლა ჩვენ გვესხმით თავს. ახლა კი მე მომისმინეთ ქალბატონო და ბატონო შსს-ებო, იმ დროს, როცა პოლიციამ, გამოძახების მიუხედავად არ იმოქმედა და არ გაარკვია, რა ხდებოდა ტრაგედიის ადგილას, აი მაშინ ნამდვილად სჭირდებოდათ დახმარება პატარა ბიჭებს და ყველაზე მეტად, გიორგი შაქარაშვილს.

აი მაგ დროს უნდა გაგხსენებoდათ ის, რაზეც ჩვენ გვედავებით! გვაგებინეთ აბა პასუხი ამ ექსპერიმენტის გამო. მზად ვარ, პირდად გედავოთ სასამართლოში ამ თემაზე, თუ მოგინდებათ, ველი თქვენს სამართლებრივ რეაგირებას, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტის გამო. “– წერს ინგა გრიგოლია.

Next Post

ლალი ცერაძის ექსკლუზიური ინტერვიუ ჯაბა იოსელიანთან, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა

პარ ივლ 10 , 2020
2,136 წაკითხვა„მედიაპრესი“ ექსკლუზიურად აქვეყნებს ინტერვიუს „საქართველოს მხედრიონის“ ხელმძღვნელ ჯაბა იოსელიანთან, რომელიც  ჟურნალისტმა ლალი ცერაძემ, 1994 წელს ჩაწერა და დღემდე ის არცერთ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა. ჯაბა იოსელიანი – „ალბათ ჩვენც მოგვიგონებენ…“ ბატონო ჯაბა, „მხედრიონის“ პატრიოტულმა კრებულმა 1988 წლიდან განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში – არც პოლიტპატიმრობა გაკვირვებია, არც დევნას და შევიწროებას შეუშინდა. „მხედრიონის“ ბირთვმა ღირსეულად ატარა თავისი ტვირთი და მართლის […]