ქუთაისში ელისო ჩეჩელაშვილს ყელი მისმა მეგობარმა გამოჭრა – პოლიციამ ბ.კ. დააკავა

1,079 წაკითხვა

ქუთაისში მომხდარი ახალგაზრდა ქალის, ელისო ჩეჩელაშვილის, მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობისთვის 45 წლის ქალი დააკავეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა,” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Next Post

„ქართული ოცნების” მაჟორიტართა სია დამტკიცდა

ორშ ივლ 20 , 2020
1,079 წაკითხვაქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია დამტკიცდა. შემადგენლობა 20 ივლისს გახდება ცნობილი, თუმცა მედიაში უკვე გავრცელდა რამდენიმე ადამიანის სია, ვინც სახელისუფლებო პარტიის სახელით იყრის კენჭს, ესენი არიან: ახალციხე – ანტონ ობოლაშვილი რუსთავი – ნინო ლაცაბიძე ზესტაფონი – ბეჟან წაქაძე მცხეთა – შალვა კერესელიძე ბოლნისი – გოგი მეშველიანი საბურთალო […]

შესაძლოა მოგეწონოთ