დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს პოსტი – სალომე სამადაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ პირად დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

“დიდხანს ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს პოსტი. გადავწყვიტე, რომ მაინც კი. ადამიანი მარტო იბადება და მარტო კვდება. თამარ ბაჩალიაშვილიც, ისევე როგორც ყველა სხვა, მარტო შეხვდა საკუთარ ტრაგიკულ დასასრულს.

არ ვიცით, რატომ ან როგორ. ნორმალურ ვითარებაში ამას გამოძიება, კანონის და კონფიდენციალურობის წესების თანახმად დაადგენდა. ჩვენ კი, მხოლოდ იმას გავიგებდით, რასაც მისი ოჯახი ჩათვლიდა საჭიროდ, საჯაროდ ეთქვა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოძიება არ არსებობს.

ამიტომ, არ არსებობს არც თამარის უფლება მარტომ დატოვოს წუთის-სოფელი და მისი ხანმოკლე ცხოვრების დეტალები, საჯარო განსჯის საგანი არ გახდეს. საზოგადოების და მედიის მცდელობა, დადგინდეს მისი გარდაცვალების მიზეზი, მეჩვენება, რომ უკვე გარდაცვლილის პირადი სივრცის უხეშ დარღვევად იქცა, ჩვენს თვალწინ. ყოველ დღე ვიგებთ ინფორმაციას, რომელიც არ მგონია, ვინმეს სურდეს საჯარო გარჩევის საგანი გახდეს-დადიოდა თუ არა ფსიქოლოგთან, რამდენი ფული იყო მის ანგარიშზე, რას წერდა…ეს უბედური გოგონა ერთხელ უკვე გახდა სამარცხვინო სისტემის მსხვერპლი, რომელმაც დღეები ვერ თუ არ შეიწუხა თავი მისი პოვნით.

ახლა კი, მსხვერპლი მეორედ ხდება, როდესაც მისი პირადი ინფორმაცია საჯაროდ ირჩევა. ასევე მეჩვენება, რომ ‘ქაჯებზე ნადირობის’ მსხვერპლი ხდება ის ორგანიზაციაც, სადაც მუშაობდა. საკმაოდ სტანდარტული საქმიანობა-ერთ ქვეყანაში დაფუძნებული ფირმის მიერ უცხოელი სპეციალისტების დაქირავება მეორე ქვეყანაში, სადაც მუშახელი უფრო იაფია, კონსპირაციების თეორიების საფუძველი გახდა. ვუყურებ ამ ყველაფერს და ვრწმუნდები, როგორი სახიფათოა ჩამოშლილი სახელმწიფო, სადაც სამართალდამცავ სტრუქტურას არავინ ენდობა. ადამიანი, გარდაცვალების შემდეგაც კი, ამ სისტემის ტრაგიკული მსხვერპლი ხდება.”- წერს სალომე სამადაშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *