ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

1,448 წაკითხვა

დაკავებულია თბილისის მერიის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის აღება.

გამოძიებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, 9დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

Next Post

„გამწარებული მშობლების გამოსავალი ჟურნალისტებზე ხმის მიწვდენაა - “ოცნება ხელისუფლებას ემშვიდობება”

ხუთ ივლ 30 , 2020
1,448 წაკითხვა„ასეთი მიჩქმალვები ჩადენილ დანაშაულებებთან  დაკავშირებით, რასაც საგამოძიებო ორგანოები აკეთებენ, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით, ქვეყანას მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ გამოაშკარავდება ფაქტები, რომლებზეც უარესი რეაქცია ექნება ხალხს, ვიდრე  “ციხის კადრებზე“ – აცხადება „ალიასთან“ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. „აღმაშფოთებელია, როდესაც ჩვენ გამწარებული მშობლების ხმას ვისმენთ ტელევიზიით, როდესაც მათთვის ერთადერთი გამოსავალი არის ჟურნალისტისთვის ხმის მიწვდენა და სიმართლის თქვა. […]