„ვაპირებ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი“ – გიორგი ვაშაძე

1,267 წაკითხვა

ჩემი პრემიერ-მინისტრობის მიზანი არის ის, რომ საქართველოში გლობალური სიკეთეები მოვიტანო. რა უნდა პრემიერს კაბინეტში?! მე ვაპირებ, რომ საერთოდ მოვანგრიო და მოვშალო პრემიერ-მინისტრის კაბინეტი. აღარ უნდა იყოს კომუნისტური კაბინეტები, რომლებშიც გაფხორილი არის ეს პრემიერ-მინისტრი და რას აკეთებს შიგნით კაცმა არ იცის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლები დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას.

„ბოლოს როდის ნახეთ ხალხთან გასული რომელიმე მთავრობის წარმომადგენელი?! მარტო ხელოვნურად ორგანიზებული ღონისძიებები, „დრესკოდით“ მოსული, მეტალოდეტექტორებში გატარებული ადამიანები და ჩაწყობილი შეხვედრები. როდის გაიარეს ბოლოს ხალხში, რომ საერთოდ იცოდნენ ხალხს რა სჭირდება?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, ბაზარშიც უნდა მიდიოდეს, ქუჩაშიც უნდა დადიოდეს და ადამიანი მასთან უნდა მიდიოდეს და ეუბნებოდეს, რომ მე ეს მიჭირს და აღარ იქნებოდა ისეთი მოწყვეტილი, როგორიც დღეს არის რეალობას. დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან რეალობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

Next Post

„ალიამ“ გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, ინფექციურის ყველა ახალი ამბავი, ამ ფოტოთი გააშუქოს

სამ ოქტ 6 , 2020
1,267 წაკითხვა„ალია“ – მ გადაწყვიტა, ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ პრობლემაზე დაწერილ ყველა ამბავს ეს ფოტო დაურთოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება:  საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. 549 ახალი შემთხვევიდან, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 348 შემთხვევა, თბილისში – 99 , იმერეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19 ,მცხეთა – მთიანეთში – 10. დანარჩენ რეგიონებში […]