ლევან რატიანის რჩევა კოვიდინფიცირებულებისთვის

2,111 წაკითხვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი საზოგადოებას რჩევებს აძლევს და განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია:

“ერთი რამ მინდა ჩემგან ყველამ იცოდეთ, თუ სიცხე “გაჯიუტდა” და 48 საათის განმავლობაში 38+1 გრადუსი დაფიქსირდა, არ აქვს ამას მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქესს, იმყოფებით თუ არა რისკ ჯგუფში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს ექიმთან და გაიაროს ემერჯენსის ოთახი. ვინაიდან ეს წარმოადგენს, ერთ-ერთ სიგნალს იმისას, რომ პაციენტს ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობა. ცხელება საგანგაშო ნიშნად მინდა ჩათვალოთ, თერმომეტრი ყველას გაგვაჩნია სახლში და თუ 38-ს +1 ცელსიუსი აღმოგაჩნდათ 48 საათის განმავლობაში და თუ ამას დაემატა საერთო სისუსტე და ძლიერი ხველა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს ასეთი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. ასეთ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მოვხვდეთ ექიმთან და ჩავიტაროთ პირველადი გამოკვლევები”-აღნიშნავს ლევან რატიანი.

რაც შეეხება რჩევებს იმ კოვიდინფიცირებულებისთვის, ვინც სახლში გადის მკურნალობას:

“პირველ რიგში უნდა დავიტვირთოთ სითხით, რადგან ვირუსს ახასიათებს ჭარბი ოფლიანობა, შესაბამისად, სითხის დაკარგვის შემთხვევაში ადამიანი განიცდის სითხის დეფიციტს. რომ არ წავიდეს პათოლოგიური პროცესი უნდა მივიღოთ ბევრი სითხე.

მეორე რაც უნდა გააკეთოთ: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, კორონავირუის გავრცელებას ხელს უშლის ტუტე გარემო, ამიტომ ვივლებთ ყოველ ორ საათში სოდიან წყალს.

მესამე – მხოლოდ იმ შემთხვევაში ვსვამთ სიცხის დამწევს თუ ტემპერატურა აღემატება 38 გრადუსს. ამასთან, არ ვიღებთ ანტიბოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ გართულების შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უფრო მეტად საზიანოა ჯანმრთელობისათვის”, – აღნიშნა რატიანმა.

Next Post

„ბავშვებს სახლში იტყუებდა, მანქანით თბილისის ზღვაზე აჰყავდა და…” – პედოფილიის საქმე

შაბ დეკ 5 , 2020
2,111 წაკითხვარამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში სამართალდამცველებმა 40 წლის გ.გ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს. პრაიმტაიმთან“ დაზარალებული ბავშვის დედა დუმილს არღვევს და ამ საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს: ა.რ – დაზარალებული ბავშვის დედა: -მაგ კაცის შვილი ჩემი შვილის მეგობარი იყო. მათმა საერთო მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო, რამაც ძალიან შემაშფოთა. მანქანაში იყო გადაღებული ეს ვიდეო, რომელსაც თავად კაცი იღებდა. ჩანაწერში ჩანს სიგარეტის კვამლი, […]