და თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ, ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს – არჩილ ხოფერიას სევდიანი და მძიმე პოსტი შვილის დაკრძალვის შემდეგ

96 წაკითხვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს შვილის დაკრძალვის შემდეგ:

“სულ მარტო დარჩა ბებერი კოფაკი გამცვდარი ერთგან ჩამოტეხილი ეშვით და ყელზე ძველი ჩანგლებით რომელიც მხოლოდ იმიტომ არ იჟანგება რომ ჟამიდან- ჟამზე მოხდურის სისხლით იფერება..

ხვადი დაკარგა ახალგაზრდა, ერთადერთი ხვადი, მისი და ფარის იმედი ..ამჯერად, ხროვამ იძალა .. და თუ მთვარიან ღამეში გადაბმულ ყმუილს გაიგონებთ, ეს მარტოდ დარჩენილი გლოვობს და ისევ ელოდება ხროვის გამოჩენას..”– წერს არჩილ ხოფერია.

Next Post

რომ არა უკრაინელების და მათ გვერდიგვერდ ჩვენი გმირების ბრძოლა, რუსეთი უკვე შემოვიდოდა საქართველოში - დავით ქაცარავა

კვი დეკ 11 , 2022
96 წაკითხვა“ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთისგან “ქოცნების” კაპიტულანტური პოლიტიკა გვიცავს? სინამდვილეში, რომ არა უკრაინელების და მათ გვერდიგვერდ ჩვენი გმირების და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მებრძოლების თავგანწირული ბრძოლა, რომელიც სისხლისგან ცლის ბოროტების იმპერიას, ამარცხებს მას, რუსეთი უკვე შემოვიდოდა საქართველოში და ჩვენი ქვეყნის. სრულ ანექსიას მოახდენდა”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში: “უპირობო კაპიტულაციას კი “ოცნება” ეგრევე მოაწერდა ხელს. ასე რომ, ომი გინდა კი არა […]