„უმოწყალო დარბევა რომ დაიწყეს, თავის ოჯახიანად, სად გაქრა ბურჯანაძე“ – ნანა კაკაბაძე

1,239 წაკითხვა

უფელბადამცველი ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელი, წერს:

„ოპოზიციას სიმართლის თქმა, უკვე სირცხვილი ჰგონია. მასხრად აგდებაა, როცა ნინო ბურჯანაძე მონაწილეობს მოლაპარაკებებში – ვინ შევიდეს და ვინ არ შევიდეს პარლამენტში. რა კავშირი აქვს ბურჯანაძეს, ან შემსველებთან, ან არშემსვლელებთან.

გამიყალბეს არჩევნებიო, რომ იძახის. გამოიტანოს ტელევიზიით ეს გაყალბებული დოკუმენტები და გვანახოს. თვითონ აყალბებენ რეალობას და მაინტერესებს, რომელი ხალხის სახელით ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ეს 0%-იანი პარტიები.

ბურჯანაძე კი არ შედის, ვერ შედის პარლამენტში, რადგან ის მინიმულური, 1%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა. მაგას არშესვლა არ ქვია, მაგას ქვია ვერშესვლა. დროა, ყველამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ეს არის პოლიტიკური აფერისტობა. ახლა, რაკიღა თავად ვერ გადალახა 1%-იანი ბარიერი, ცდილობს დანარჩენი ოპოზიციონერებიც დააბულინგოს – ე, მანდ ვინმემ არ გაბედოს შესვლაო. არ შევიდვარო გაიძახის ქალი, ვინ უშვებს რო?! რანაირად უნდა შევიდეს, როცა მოსახლეობის 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ გააჩნია. ეს იგივეა, მე რომ გამოვიდე და შეშფოთებულმა განვაცხადო – არავითარ შემთხვევაში არ გავფრინდები მთვარეზე.

ვინაიდან თვითონ ვერ მოხვდა პარლამენტში, რადგან ქართველი ხალხის არჩევანი ნამდვილად არ არის ნინო ბურჯანაძე, ცდილობს ხელახალი არჩევნები დაინიშნინოს ხელისუფლებას და შემდეგ ალბათ უკვე პირდაპირ „ნაცების“ სიით შეეცდება შესვლას პარლამენტში.

ჯერ 1 პროცენტიანი ბარიერი რა არის და იმასაც რომ ვერ გადალახავ, რაღაზე უნდა გქონდეს პრეტენზია?!

დღეს ნაცებთან ერთად დგას ქალი – 26 მაისს ნიკა კვინტრაძე და სხვები სახურავებზე რომ შემოყარეს და თავები დაუხეთქეს, გეგონება იმ აქციის ინიციატორი თავად არ იყო და ნაცებმა არ დაარბიეს და მოკლეს ხალხი.

არანაირი მსხვერპლი არ იყო ნინო ბურჯანაძე მაშინაც, ხალხმა გულწრფელად დაუჯერა, რადგან ნაციონალების წინააღმდეგი იყო მთელი ქვეყანა. კარგად გვახსოვს, უმოწყალო დარბევა რომ დაიწყეს, თავის ოჯახიანად, სად გაქრა ბურჯანაძე და გავეშებულ სპეცრაზმს როგორ შეატოვა ხალხი.

ყველაფერს თავი გავანებოთ – თქვას, ვინ იყო 26 მაისზე პასუხისმგებელი? ან თვითონ, ან ნაცები ხომ? მესამე პირი ხომ არ არსებობს. და ესენი კიდევ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან. მართლა ხომ არ ბნელა.

მაგათთვის რომ მართლა ისე გაეყალბებინა ვინმეს, რომ ეს შედეგებზე ასახულიყო, ხომ გადადგამდნენ მთელ ქვეყანას და გადაგვასახლებდნენ ხალხს…

დაუბალანსებელი ოქმებიო რომ აუჩემებიათ, დაუბალანსებლობა არ ნიშნავს გაყალბებას. დაუბალანსებელი ოქმები იყო და იქნება ყველა არჩევნებზე. ეს გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით, რომელიც იქვე სწორდება და იქვე აწერენ ხელს კომისიის წევრები.

თუ დაუბალანსებელი ოქმები გაყალბებას ნიშნავს მაგათი გაგებით, რას აწერდნენ ხელს მათი წარმომადგენლები ამ კომისიებში. ყველა ასეთ ოქმს ხომ მათი ხელმოწერა აქვს, ანუ გაყალბებულ ოქმებს თავადვე აწერდნენ ხელს? ასეთ მარტივ ტყუილებს უყვებიან ხალხს სერიოზული და შეშფოთებული სახეებით და ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი მართლა დებილია და ვერ ხვდება რა თაღლითობასთან გვაქვს საქმე“

Next Post

გვარამია-ვაშაძის დაპირისპირება (ვიდეო)

სამ დეკ 8 , 2020
1,239 წაკითხვა