1,059 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
უკრაინის გამოთაყვანება სახეზეა!
მიზანი?!
უკრაინის სიბრიყვის ხარჯზე რუსეთის პროვოცირება,
უკრაინაში შესვლის გზით, უკრაინის დაშლა, არსებული ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილება (სამხედრო დახმარეის ეგიდით). მთვარი ვექტორი: ევრაზიის კონტინენტზე რაიმე სერიოზული პრაგმატული სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ბლოკირება! დასრულების პირას მისული ენერგოპროექტის შეჩერება და ბალანსირება ევროპაში დაძაბულობის ესკალაციის ზღვარზე!..
ვის ინტერესებშია ეს?!
საქართველოში მიმდინარე პროვოკაციები იმ თითქოს ”დასავლური ორიენტაციის” ხალხის ზუსტად იმეორებს
იმ სცენარს, რაც უკრაინაში შეიძლება მოხდეს!
პოზნერის ისტორია, – ეს უაღრესად მზაკვრული ნაბიჯია საქართველოს წინააღმდეგ!..
პირველად არ ხდება ღალატი სხვისი ინტერესების სასარგებლოდ! ოღონდ აქ აქტორი ნატოს სახელით, – ანუ ”დასავლეთის სახელით” სულ მთლად არადასავლელი იქნება და ეს მისი თამაშებია, ძირითადად! ცხადია, მას აქვს კურატორობის პრეტენზია.
რიონის ხეობა ამ სცენარის ნაწილია!
მთავარი – პროვოცირებაა – სიტუაციის გამწვავება!
საქართველო წააგებს!
თუ ხალხი არ გამოფხიზლდება (ანუ აუცილებელი მინიმალური რაოდენობა) – ცუდი სცენარი განვითარდება!
სხვა ყველაფერი – ტექნოლოგიაა!
მთავარი უნდა შეინიღბოს! სიძულვილისა და ზიზღის გამოვლენა (ფობია) კარგად გათვლილი ტექნოლოგიაა… მაგრამ უაღრესად საშიში საქართველოსთვის.